Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის კონფერენცია "ტექსტი და ინტერპრეტაცია"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი 2026 წლის 28 მაისს ატარებს ყოველწლიურ, რიგით მეოთხე  კონფერენციას: ტექსტი და ინტერპრეტაცია

 

კონფერენცია ეძღვნება პროფ. ნიკო ყიასაშვილის  ხსოვნას.

 

კონფერენცია მიესალმება მოხსენებებს, რომლებიც შეეხება:

 

·ტექსტის ინტერპრეტაცია ლიტერატურათმცოდნეობაში;

·ტექსტის ინტერპრეტაცია სხვა მწერლების ნაწარმოებებში;

·ტექსტის ინტერპრეტაცია ხელოვნების სხვადასხვა დარგში (თეატრი, კინემატოგრაფი, ბალეტი და სხვ.);

·თარგმანი, როგორც ტექსტის ინტერპრეტაცია;

·ტესტის ლინგვო-სტილისტური ინტერპრეტაცია.

 

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა  2026 წლის 15 მაისი

 

თეზისების გაფორმების წესი, გთხოვთ იხილოთ დანართში.

 

საკონტაქტო ელ.  ფოსტა:  textandinterpretation@gmail.com

შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება რეცენზირებად ონლაინ ჟურნალში ,,ტექსტი და ინტერპრეტაცია".

თარიღი: 18/04/2026